სოციალური მედიისა და კონტენტ მენეჯერი — ტექზი

ტექზი — ლოგო
ტექზი

სოციალური მედიისა და კონტენტ მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Techzy" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე.

ვეძებთ კრეატიულ Social Media & Content Manager-ს, რომელიც გააძლიერებს Techzy-ის ბრენდს და მიიზიდავს ახალ აუდიტორიას.

ანაზღაურება: 2,500 ₾+ (გამოცდილების მიხედვით)

სამუშაო გრაფიკი: დისტანციური / თავისუფალი გრაფიკი

Techzy-ის შესახებ:

Techzy არის სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ აპლიკაციებს, ვებ-პლატფორმებს, AI გადაწყვეტილებებსა და ინდივიდუალურ პროგრამულ სისტემებს - როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებლობიან და თანამედროვე ხედვის მქონე Social Media & Content Manager-ს, რომელიც სრულად აიღებს კომპანიის სოციალური მედიის განვითარებას საკუთარ თავზე და შექმნის კონტენტს, რომელიც გააძლიერებს Techzy-ის ბრენდს და მიიზიდავს ახალ აუდიტორიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • Techzy-ის Facebook, LinkedIn, Instagram და სხვა სოციალური პლატფორმების სრულყოფილად მართვა.
  • ყოველთვიური კონტენტ-გეგმის მომზადება და განხორციელება
  • პოსტების, ტექსტების, ვიზუალური მასალისა და ვიდეო კონტენტის შექმნა
  • თანამედროვე ტრენდების, კონკურენტებისა და ახალი იდეების მუდმივი კვლევა
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებით ხარისხიანი და ეფექტური კონტენტის შექმნა
  • კომპანიის პროექტების, მიღწევებისა და სიახლეების პროფესიონალურად წარმოჩენა
  • სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და მუდმივი გაუმჯობესება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Social Media Management-ის ან Content Marketing-ის მიმართულებით
  • Facebook, LinkedIn და Instagram პლატფორმების პროფესიონალურად მართვის გამოცდილება
  • ძლიერი ქართული და ინგლისური წერითი უნარები
  • Canva, Figma ან მსგავსი დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა
  • ChatGPT და სხვა AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • კრეატიული აზროვნება, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 3, 000 ₾+ ფიქსირებული ანაზღაურება (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
  • თანამედროვე, მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ პროექტებში
  • შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ Techzy-ის ბრენდის ზრდასა და განვითარებაში

Techzy · www.techzy.app პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება