სოციალური მედიის მენეჯერი — კლიპარტი

კლიპარტი — ლოგო
კლიპარტი

სოციალური მედიის მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 11 წელია ოპერირებს და წარმატებით თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია.

სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000 ლარი (NET);
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დამკვეთის მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი კონტენტ-კალენდრის შექმნა/მონიტორინგი
  • კრეატიულ და ტექნიკურ გუნდებთან (ქოფირაითერი, დიზაინერი, ედვერთაიზერი) კოორდინირებული და ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვა
  • სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მართვა
  • მიმდინარე კამპანიების შედეგების ანალიზი, რეპორტინგი და მონაცემების დამკვეთისთვის წარდგენა
  • საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთისთვის რელევანტური რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ციფრული მარკეტინგის, PR-ის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • სარეკლამო ძრავების პრინციპებისა და ტექნიკების საფუძვლიანი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • კრეატიული და ანალიტიკური უნარები
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის მენეჯმენტის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ