სოციალური მედიის მენეჯერი
ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, რომელის ძირითადი პასუხისმგებლობაა: ბრენდების ციფრული პოზიციონირების გაძლიერება, პროფესიონალური აუდიტორიის ჩართულობის ზრდა და გაყიდვების მხარდაჭერა სტრატეგიული კონტენტის საშუალებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას N2
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn);
- კონტენტის კალენდრის შექმნა (საგანმანათლებლო, პროდუქტის, კლინიკური შედეგების, ღონისძიებების);
- ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან ერთად (პოსტები, reels, stories, ვიდეო სცენარები);
- რეკლამების დაგეგმვა და მართვა (Meta Ads, საჭიროების შემთხვევაში TikTok Ads);
- ანალიტიკის მონიტორინგი და ანგარიშგება (Reach, Engagement, Leads, Conversion).
კვალიფიკაცია:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტში;
- Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
- Canva / Adobe პროგრამების ცოდნა
- ტექსტის პროფესიონალურად წერის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტაცია.
სასურველი უნარები:
- სამედიცინო თემების სწორად ინტერპრეტაციის უნარი;
- ვიდეო კონტენტის გადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ცოდნა;
- ფოტოგრაფიის საბაზისო უნარები;
- B2B მარკეტინგის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- კომპანიის მიერ დაზღვევის საუკეთესო პაკეტის სრულად უზრუნველყოფას;
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიულ განვითარებას და ტრენინგებს;
- ესთეტიკური მედიცინის წამყვან ღონისძიებებში მონაწილეობას;
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.