სოციალური მედიის მენეჯერი
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული/შეთანხმებით
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა).
- კონტენტის დაგეგმვა და განთავსება.
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა.
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხი.
- სოციალური მედიის ანალიტიკის მონიტორინგი.
- ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობა.
- ფოტო/ვიდეო კონტენტის იდეების შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა.
- Meta Ads Manager-ის ცოდნა.
- კრეატიული ხედვა და კომუნიკაციის უნარი.
- Canva, CapCut ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 29/06/2026.