სოციალური მედიის მენეჯერი
HUHUA SHOES — ქალის ფეხსაცმლის ბრენდია, რომელიც თბილისში შეიქმნა. ჩვენ ვაერთიანებთ დიზაინს, ხელოვნებასა და თანამედროვე ესთეტიკას და ვქმნით გამორჩეულ ფეხსაცმელს. ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება სოციალური მედიის განვითარებაში და გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა და განხორციელება.
- Instagram-ის, TikTok-ისა და Facebook-ის სრული მართვა.
- კონტენტ-გეგმის შედგენა და პუბლიკაციების რეგულარული გამოქვეყნება.
- ფოტო-, ვიდეო- და ტექსტური კონტენტის შექმნა ბრენდის ხელმძღვანელთან ერთად.
- Reels-ის, Stories-ის, TikTok ვიდეოებისა და სხვა პოსტების მომზადება.
- ტრენდების მოძიება და მათი ბრენდის სტილზე მორგება.
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
- Meta Ads კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Google Ads ჩაითვლება უპირატესობად).
- სოციალური მედიის ანალიტიკის მომზადება და ყოველთვიური ანგარიშები.
- კონკურენტებისა და fashion ინდუსტრიის მონიტორინგი.
- ბრენდის ცნობადობისა და ვიზუალური იდენტობის განვითარებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება SMM სფეროში.
- Instagram, TikTok და Facebook პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა.
- Meta Business Suite-ის ცოდნა.
- Meta Ads-თან მუშაობის გამოცდილება.
- Canva, CapCut, InShot, Lightroom ან მსგავსი პროგრამების ცოდნა.
- ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება.
- სოციალური მედიის ანალიტიკის გაანალიზების უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა
- კარგი გემოვნება
- პასუხისმგებლობა
- ინიციატივიანობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაბელურობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
ჩვენ ვეძებთ არა მხოლოდ ადამიანს, რომელიც პოსტებს გამოაქვეყნებს. ჩვენ გვჭირდება ინიციატივიანი სპეციალისტი, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ იდეებს, შექმნის საინტერესო კონტენტს, დაეხმარება ბრენდის განვითარებას და სოციალური მედიის საშუალებით გაზრდის მის ცნობადობასა და გაყიდვებს.