სოციალური მედია მენეჯერი/კონტენტ კრეატორი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

სოციალური მედია მენეჯერი/კონტენტ კრეატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა. კომპანია ILARIA ეძებს "სოციალურ მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს" პარტნიორი კომპანია MAVA-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. პოზიცია: სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული ანაზღაურება: შეთანხმებით ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის მიმართულებებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მათი დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება; ** ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn. ** პროფესიული ვიდეოკამერისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინი. ** ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და მისი ადაპტირება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკასთან. ** კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება. ** ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის კრეატიული კონცეფციის შექმნა, Moodboard-ის მომზადება და გადაღების პროცესის ორგანიზება. ** გადაღებისთვის კრეატიული კომპოზიციის აწყობა და შესრულება. ** სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმისთვის ეფექტური, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა. ** სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში. გამოცდილება, განათლება და უნარები: ** სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში. ** დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მოდის ან სილამაზის ინდუსტრიაში კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მენეჯერად. ** ძლიერი ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა; ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.