სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი- ქუთაისი — ქეისების კუთხე

ქეისების კუთხე

სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Case Corner" ეძებს სოციალურ მედია მენეჯერს/კონტენტ კრეატორს.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, შარტავას N2

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 2500 + კვალიფიკაციის შესაბამისად

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის მიმართულებებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მათი დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება;
  • ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn;
  • პროფესიული ვიდეოკამერისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინი (დახმარებას გაგიწევთ თანამშრომელი);
  • ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და მისი ადაპტირება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკასთან;
  • კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება;
  • ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის კრეატიული კონცეფციის შექმნა, Moodboard-ის მომზადება და გადაღების პროცესის ორგანიზება;
  • გადაღებისთვის კრეატიული კომპოზიციის აწყობა და შესრულება;
  • სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმისთვის ეფექტური, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა;
  • სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
  • სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში.
  • დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მენეჯერად.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.