სოც.მედია / კონტენტ კრეატორი — Hill City

Hill City

სოც.მედია / კონტენტ კრეატორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Hill City Real Estate" აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია / კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

Hill City Real Estate სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში.

ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს ორი კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას.

შენ გეძებთ თუ:

  • გაქვს კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
  • წარმატებით გიმუშავია Facebook, Instagram, TikTok და YouTube-ზე
  • შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება
  • გაქვს ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება
  • კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს
  • ინგლისურ ენას ფლობ მაღალ დონეზე (სავალდებულოა)
  • ხარ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული

რას გააკეთებ ჩვენთან:

  • გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს
  • მართავ ორი კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს
  • დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე
  • შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს
  • დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის
  • იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე
  • გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე

რას მიიღებ ჩვენგან:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
  • ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას
  • კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 800 - 1500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

სამუშაო საათები: 11:00 - 19:00

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

ლოკაცია: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია