SMM / სპეციალისტი- ბათუმი
ავეჯის კომპანია ბათუმში აცხადებს ვაკანსიას SMM / სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული
ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, მართვასა და ოპტიმიზაციაზე, ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, შექმნა და მართვა;
- რეკლამის ძირითადი მეტრიკებით (CTR, CPC, CPM, და სხვა) ანალიზის გაკეთება, ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესება;
- ლიდების, გაყიდვებისა და ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების შექმნა Meta Ads Manager-ში;
- სარეკლამო კამპანიების მუდმივი მონიტორინგი და ოპტიმიზაცია შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
- სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური მართვა;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო პროექტებზე მუშაობას და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი