სკოლის უსაფრთხოების თანამშრომელი- დაბა კიკეთი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (დაბა კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას სკოლის უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლებლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
- ვიზიტორთა ნაკადის მონიტორინგი და რეგულირება;
- დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალობა, დისციპლინა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა დადგენილი განრიგის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი: დაბა კიკეთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 07 აგვისტო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით და არ გადაეცემა მესამე პირებს.