სკოლის საქმის მწარმოებელი / მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებელ- ბათუმი
"MGLS" (Metro Georgia Laboratory School) ფუძნდება იმ მიზნით, რომ გახდეს სანიმუშო საგანმანათლებლო ცენტრი არა მხოლოდ ბათუმში ან საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ გუნდის წევრებს ჩვენი ინოვაციური " სკოლისთვის". "MGLS" აცხადებს ვაკანსიას მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებლის პოზიციაზე ბათუმში . სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი თვიური ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** მასწავლებელთა გაფორმება და სამუშაო პროცესების ორგანიზება; ** მოსწავლეთა აკადემიური მონაცემების მართვა; ** ნიშნების, დასწრებისა და სხვა სასწავლო ინფორმაციის აღრიცხვა და განახლება; ** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება; ** მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაცია; ** საჭირო ანგარიშებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება. პიროვნული თვისებები: ** განათლების ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office და სხვა ადმინისტრაციული სისტემების) ცოდნა; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერა და კომუნიკაცია); ** თურქული ენის საშუალო დონეზე ცოდნა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები. რატომ "MGLS"? "MGLS" არ არის უბრალოდ სამუშაო ადგილი; ეს არის სასწავლო ლაბორატორია, სადაც იკრიბებიან მკვლევარი, კრიტიკულად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ: ** საერთაშორისო სკოლის პროფესიული გუნდის წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას; ** უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ტრენინგებსა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას; ** მხარდამჭერ, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კულტურას.