სკოლის დაწყებითი საფეხ. კათედრის ხელმძღვანელი/მასწავლებელი
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელის (მასწავლებლის) პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
- ზრუნავს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში თანამედროვე საუკეთესო მიღწევების დანერგვაზე;
- კოორდინაციას უწევს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პროცესს;
- ფასილიტაციას უწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების საერთო შეხვედრებს, ხელს უწყობს გუნდში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას;
- ხელს უწყობს სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ეფექტურ ფუნქციონირებას და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;
- ესწრება საგაკვეთილო პროცესს, სკოლის ფსიქოლოგთან ერთად სწავლობს სასწავლო გარემოს, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, ინტერესებს და აძლევს უკუკავშირს შესაბამისი კლასის დამრიგებელს/მასწავლებლებს;
- მონაწილეობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების განრიგის, ასევე, სასკოლო ცხრილის შედგენის პროცესში;
- ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა პირადი საქმეების სათანადოდ წარმოებას, საჭიროების შემთხვევაში, კლასის დამრიგებლებს აძლევს საჭირო მითითებებს;
- ჩართულია დაწყებითი საფეხურის პროგრამის მასწავლებლების აყვანის და სამუშაო გარემოში ადაპტაციის პროცესში;
- ჩართულია სკოლის მოსწავლეების მიღების და სასწავლო პროცესსა და სასკოლო გარემოში ადაპტაციის პროცესში;
- მონაწილეობს მოსწავლის მშობლებთან დაგეგმილ ინდივიდუალურ/საერთო შეხვედრებში.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
- უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
- უმაღლესი განათლება;
- ზოგადი განათლების სფეროში (სკოლაში) მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სკოლის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება (სკოლის/სკოლის დაწყებითი პროგრამის შემუშავების/განხორციელების/ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი);
- რეზიუმე;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).