სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი
"თურქეთის მაარიფის ფონდი" 57 ქვეყანაში 583 საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს, სადაც სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. ფონდის პატრონაჟის ქვეშ მოქმედი "ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა" ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ შენობაში, ახალი პროგრამებით აგრძელებს ფუნქციონირებას. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, მათ შორის ინოვატორული იდეების დასანერგად კომპიუტერული პროგრამებისა და რობოტიკის ოთახებით, ხელოვნების კაბინეტებით და STEM ლაბორატორიებით. სწავლება მიმდინარეობს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. სკოლა მუშაობს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე კემბრიჯის პროგრამით. ჩვენს სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს უტარდებათ "კემბრიჯის PD (მასწავლებელთა პერსონალური განვითარების)" და IM (ინტერნაციონალირი მაარიფის) მასწავლებელთა საერთაშორისო ტრენინგები, რომლის საფასურსაც სკოლა დაფარავს.
სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება
- უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდის, განათლების, პედაგოგიკის ან მონათესავე მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი ან უფრო მაღალი).
- დამატებითი სერტიფიკატები სკოლამდელი განათლების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
- სამუშაო გამოცდილება
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
- საერთაშორისო პროგრამით (IB PYP, Cambridge Early Years, British EYFS ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება სასურველია.
- ენის ცოდნა
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია B2-C1 დონე).
- სწავლების ინგლისურ ენაზე წარმართვის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- პროფესიული უნარები
- ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური განვითარების ცოდნა.
- თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და აქტიური სწავლების სტრატეგიების გამოყენების უნარი.
- სასწავლო გარემოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
- ბავშვების პროგრესის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტირების მომზადების გამოცდილება.
- მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- ციფრული უნარები
- Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint) საბაზისო ცოდნა.
- Google Workspace-ის (Docs, Sheets, Classroom) ან სხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენების უნარი.
- ინტერაქტიული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
- პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი და მზრუნველი დამოკიდებულება.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- კრეატიულობა და ინიციატივიანობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.
- პროფესიული განვითარებისადმი მუდმივი მზაობა.
- სასურველი დამატებითი კვალიფიკაცია
- IB PYP, Cambridge Early Years ან EYFS ტრენინგების გავლა.
- პირველადი დახმარების (First Aid) სერტიფიკატი.
- Child Protection/Safeguarding-ის ტრენინგი.
- პოზიტიური დისციპლინისა და ინკლუზიური განათლების ცოდნა.
საჭირო დოკუმენტაცია:
- დიპლომის ასლი;
- რეზიუმე ფოტოთი (CV როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად);
- პროფესიული სერტიფიკატი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სხვა საკითხები:
- კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ან სრულად არ აქვთ წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, ვერ მიიღებენ უფლებას, გადავიდნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
- შერჩეული კანდიდატების გამოძახება და მათთვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ელექტრონული ფოსტით ან SMS-ით, შესაბამისად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი სწორად უნდა იყოს მითითებული. სკოლა არ იქნება პასუხისმგებელი არასწორ ინფორმაციაზე.
შენიშვნა: კონკურსი იყოფა ოთხ ეტაპად:
- I ეტაპი - CV-ის გადარჩევა
- II ეტაპი - წინასწარი შეფასების კითხვარის შევსება
- III ეტაპი - სიმულაციური გაკვეთილის ჩატარება
- IV ეტაპი - გასაუბრება
ქვემოთ მითითებული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლობის კანდიდატებმა, 08.07.2026-დან 07.08.2026 წლამდე, განაცხადი უნდა ატვირთოთ დეტალური CV-ითა და შესაბამისი დოკუმენტაციით.