სხვადასხვა - მასწავლებელი — აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა — ლოგო
აზროვნების აკადემიის სკოლა

სხვადასხვა - მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.

"აზროვნების აკადემიის სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასის პედაგოგის პოზიციაზე.

დაწყებითი კლასები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)

აზროვნების აკადემიის სკოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი მასწავლებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვანძო მოთხოვნებს:

  • კომუნიკაცია და ემპათია: კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს პატივისცემასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო უნარებით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მას უნდა ჰქონდეს ემოციური ინტელექტი და სოციო-ემოციური კომპეტენციები, რათა უკეთ აღიქვას და გააანალიზოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები.
  • ინოვაციურობა და კრეატიულობა: მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ინოვაციური მიდგომები სასწავლო პროცესში, იყენებდეს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს; ჰქონდეს მზადყოფნა სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობისა და საგანთაშორისი, ინტეგრირებული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებისთვის.
  • კრიტიკული აზროვნება: მასწავლებელი უნდა ეფუძნებოდეს კრიტიკული აზროვნების პრინციპებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში; ის მოსწავლეებს უნდა აძლევდეს საუკეთესო ნიმუშს იმისა, თუ როგორ ვჭრით პრობლემებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს კრიტიკული აზროვნებით.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება: კანდიდატი უნდა იყოს მრავალმხრივი ინტერესების მქონე, მუდმივ თვითშემეცნებასა და სამყაროს შემეცნებაზე, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტი; ჰქონდეს მზადყოფნა, გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, აქტიურად ჩაერთოს სკოლის განვითარების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო/ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
  • უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
  • უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია დაასაქმოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად. ასეთ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში.

სკოლამ შესაძლებელია დაასაქმოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

კონკურსის ეტაპები:

  • პირველი ეტაპი: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი: გასაუბრება;
  • მესამე ეტაპი: სადემონსტრაციო აქტივობა, რომელიც კანდიდატმა ადგილზე უნდა დაგეგმოს და წარადგინოს;
  • კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2026 წ.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, აზროვნების აკადემიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები აზროვნების აკადემიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.


აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.

აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება)

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სპორტის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება დაწყებით საფეხურზე.
  • ბავშვების ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა ასაკის შესაბამისი აქტივობებით;
  • სპორტული თამაშებისა და აქტივობების ორგანიზება;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდა;
  • ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება თითოეულ ბავშვთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფიზიკური აღზრდის, სპორტის ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია კერძო სექტორში);
  • სასწავლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა.

კომპეტენციები და უნარები:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენება;
  • უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
  • აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
  • ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 ივნისი 2026 წ

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემიის სკოლის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.


აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.

აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს ინგლისურის ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება)

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარება დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის;
  • თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენება;
  • სწავლების პროცესის დაგეგმვა, სასწავლო მასალების შერჩევა და მომზადება;
  • სასწავლო პროცესში მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი/შეფასება;
  • საგაკვეთილო და საკლასო აქტივობების ინტერაქციულად წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინგლისურ ფილოლოგიაში ან მონათესავე მიმართულებით;
  • სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასწავლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიების ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენება;
  • გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვისა და სტრუქტურირების უნარი;
  • კლასის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მოთმინება და ემპათია მოსწავლეებთან მუშაობისას
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის მართვა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კრეატიულობა სასწავლო პროცესში

ჩვენ გთავაზობთ:

  • http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
  • აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
  • ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 ივნისი 2026 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემიის სკოლის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.


აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.

აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს აზროვნების აკადემიის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან (დაწყებით საფეხურზე);
  • რობოტიკის კლუბის წლიური გეგმის შექმნა და განხორციელება (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა);
  • პროგრამირების, ელექტრონიკისა და მექანიკის საბაზისო პრინციპების სწავლება (სასურველია LEGO Mindstorms, Arduino, Micro:bit ან მსგავსი პლატფორმების გამოყენების გამოცდილება);
  • მოსწავლეთა კვლევითი, პროექტული და შემოქმედებითი მუშაობის წახალისება;
  • მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • საგანმანათლებლო და ტექნიკური რესურსების მართვა და საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება;
  • მონაწილეობა სკოლის ტექნოლოგიურ აქტივობებსა და სასკოლო პროექტებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: მაგისტრის ხარისხი (სასურველია) ან ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, ტექნოლოგიებში, განათლებასა ან შესაბამის საგნობრივ სფეროში.
  • სამუშაო გამოცდილება: კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი აღნიშნულ სფეროში.

სასურველია:

  • რობოტიკის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • STEAM მიმართულებით მუშაობის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური ლიტერატურისთვის

კომპეტენციები და უნარები:

  • საგნის სწავლებისა და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი სამუშაო დღე

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
  • აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
  • ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 ივნისი 2026 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემიის სკოლის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ