სხვადასხვა — გზების სამშენებლო კომპანია

გზების სამშენებლო კომპანია

სხვადასხვა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

  • ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი
  • დამხმარე ბუღალტერი
  • კადრების ინსპექტორი

1. ტენდერების მენეჯერი / ხარჯთაღმრიცხველი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი
  • სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია
  • სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით
  • ტენდერების დოკუმენტაციის მართვა
  • სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა
  • ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა
  • საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით
  • შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
  • სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი

2. დამხმარე ბუღალტერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი
  • შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (RS.ge-ზე) მუშაობა
  • ბუღალტერიასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება
  • უშუალო ხელმძღვანელის (დირექტორის, ბუღალტრის) მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან
  • საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • დროის ეფექტურად მართვისა და დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი

3. კადრების ინსპექტორი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან
  • დოკუმენტების შედგენა (ხელშეკრულება, ბრძანება, მ.ჩ. აქტი და სხვა)
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით
  • კომპანიის დირექტორისა და ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ