სხვადასხვა — საჭაშნიკე 1969

საჭაშნიკე 1969

სხვადასხვა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "საჭაშნიკე 1969" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

სამზარეულო

პოზიცია - გრილის მზარეული

უშუალო ხელმძღვანელი - დემი შეფი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - კერძების მომზადება

ძირითადი ფუნქციები:

  • სამზარეულოს გამართულად მუშაობის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად;
  • კერძების დადგენილი რეცეპტებით, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომზადება;
  • პროდუქტების შესაბამისი წესების დაცვით დამუშავება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
  • პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • შემოსული შეკვეთებზე დაუყოვნებლივ რეაგირება და დროული მომზადება;
  • აქტიური კომუნიკაცია მომსახურე პერსონალთან მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • მატერიალური და არამატერიალური ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება

კვალიფიკაცია:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის/სტანდარტების ცოდნა

უნარები:

  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

ბარი

პოზიცია - ბარმენი

უშუალო ხელმძღვანელი - ბარის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სასმელების მომზადება, სტუმრების მომსახურება

ძირითადი ფუნქციები:

  • სტუმრების მომსახურება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • სასმელების მომზადება და მომზადებისას წინასწარ გაწერილი პორციების ზუსტი დაცვა;
  • ბარის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ბარში მარაგების მიღებისას/გამოყენებისას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
  • მენიუში წარმოდგენილი სასმელების სპეციფიკის, შემადგენლობისა და გემოს შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;
  • შეკვეთების მიღება, საჭიროებისას მენიუში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება, რეკომენდაციის გაწევა;
  • საჭიროებისას შეკვეთის საერთო ხარჯების მომზადება და ანაგარიშსწორების უზრუნველყოფა;
  • პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული რეაგირება და სამომავლო პრევენცია;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები:

  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

საოპერაციო

პოზიცია - დიასახლისი

უშუალო ხელმძღვანელი - სერვის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - ტერიტორიის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება

ძირითადი ფუნქციები:

  • ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • საჭირო საყოფაცხოვრებო საშუალებების მომარაგება;
  • სივრცის და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება (საჭიროებისამებრ დღის მანძილზე რამდენჯერმე);
  • სველი წერტილების საჭირო ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო რესურსით მუდმივი მომარაგება;
  • დასუფთავების დროს აღმოჩენილი ნივთების ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც აფერხებს სამუშაო პროცესებს;
  • უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება, მიბარებული ინვენტარის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში;
  • საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
  • შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

საოპერაციო

პოზიცია - მიმტანი

უშუალო ხელმძღვანელი - სერვის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მომსახურება

ძირითადი ფუნქციები:

  • სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
  • შეკვეთის საერთო ხარჯების მომზადება და ანაგარიშსწორების უზრუნველყოფა;
  • მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
  • პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული რეაგირება და სამომავლო პრევენცია;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები:

  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

საოპერაციო

პოზიცია - სერვის მენეჯერი

უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მასპინძლობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; სივრცის გამართულობა

ძირითადი ფუნქციები:

  • სამუშაო პროცესების წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების და შიდა სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და მიზნობრივი ხარჯვა;
  • მიზნების, ამოცანების დასახვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
  • თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • თანამშრომლებისთვის ცვლების გრაფიკების წინასწარ შედგენა და შეთანხმება;
  • გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, თანამშრომლების ჩართულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • გუნდთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სამოტივაციო მექანიზმების შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და დანერგვა;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა;
  • სივრცის გამართულობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
  • სალაროს სიზუსტისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების დაცვაზე.
  • თანამშრომლების მხრიდან სალაროსთან მუშაობის მონიტორინგი და ცდომილებების პრევენცია;
  • საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
  • სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი;
  • სატელეფონო ზარების და მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება;
  • ჯავშნების მონიტორინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • პროდუქციის და მარაგების მონიტორინგი, საჭიროებისას სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია, შეკვეთების გაკეთება და მიღების უზრუნველყოფა;
  • გარკვეული პერიოდულობით (მაგ. ყოველი თვის ბოლოს) და საჭიროებისას აღწერების წარმოების მონიტორინგი;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნით შესაბამისი განხილვების ინიცირება;
  • სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტერიტორიის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

  • სერვის მენეჯერის ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა.

უნარები:

  • გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
  • რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • ამოცანების დასახვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
  • პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

საოპერაციო

პოზიცია - სტიუარდი

უშუალო ხელმძღვანელი - შეფი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს დანადგარების, გამწოვების წმენდვა.

ძირითადი ფუნქციები:

  • დანადგარებთან, გამწოვებთან მუშაობის შიდა წესების დაცვა;
  • დანადგარების, გამწოვების რეცხვა და მოწესრიგება;
  • წმენდისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო საშუალებების მომარაგება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც აფერხებს სამუშაო პროცესებს;
  • საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
  • შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

სამზარეულო

პოზიცია - სუ შეფი

უშუალო ხელმძღვანელი - შეფ მზარეული

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობა ყოველდღიური პროცესების მართვით და გუნდის კოორდინირებული მუშაობით

ძირითადი ფუნქციები:

  • სამზარეულოს გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად;
  • ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; პროცესების ოპტიმიზაციისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართულობა;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
  • თანამშრომლებისთვის ცვლების გრაფიკების წინასწარ შედგენა და შეთანხმება;
  • თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
  • სამზარეულოს თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • კერძების დადგენილი რეცეპტების, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობების და სტანდარტების შესაბამისად მომზადების მონიტორინგი;
  • შემოსული შეკვეთების მზარეულებს შორის ეფექტური გადანაწილების უზრუნველყოფა;
  • კერძების სტუმრამდე მიწოდების მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მიერ შეკვეთის მომზადებისას კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობის, ტემპერატურის და სხვა საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვის მონიტორინგი;
  • აქტიური კომუნიკაცია სამზარეულოსა და მომსახურე პერსონალს შორის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი და მოგების მაქსიმიზაციის ხელშეწყობა;
  • პროდუქციის / მარაგების მონიტორინგი;
  • შეკვეთილი პროდუქციის მიღების უზრუნველყოფა ყოველდღიურად; მიღების პროცესში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დაგდენა;
  • პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • დღის გეგმის შესაბამისად, მოსამზადებელი კერძების წინასწარ განსაზღვრა და საჭირო რაოდენობის მომარაგება;
  • გარკვეული პერიოდულობით და საჭიროებისას აღწერების/ინვენტარიზაციის პროცესებში ჩართულობა; ბუღალტერთან და/ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შედეგების შედარება/ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა, მათგან უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ქმედებების ინიცირება; პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • სტუმრების შესაბამისი სტანდარტით მომსახურების მონიტორინგი;
  • საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
  • სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის, ჭურჭლის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება

კვალიფიკაცია:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის და MS Office-ის ცოდნა;
  • HACCP - ის სტანდარტების და საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა

უნარები:

  • გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
  • რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
  • პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
  • თანამშრომლების მხარდაჭერის, მათი განვითარების, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

--------------------------------------------------------

სამზარეულო

პოზიცია - მზარეულის დამხმარე

უშუალო ხელმძღვანელი - სუ შეფი

სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - მზარეულის საქმიანობის ხელშეწყობა / დახმარება

ძირითადი ფუნქციები:

  • სამზარეულოს საქმიანობის ხელშეწყობა მოქმედი რეგულაციების და ნორმების დაცვით;
  • სამზარეულოს სექციებში დახმარების გაწევა;
  • ნახევარფაბრიკატების მომზადება;
  • პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • სუ შეფის / მზარეულ(ებ)ის დავალებების შესრულება საქმიანობის სფეროს ფარგლებში;
  • მზარეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და შესაბამისი წესების დაცვით მუშაობა;
  • მატერიალური და არამატერიალური ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

უნარები:

  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის უნარი;