სხვადასხვა
მწვანე სკოლის დიდი დიღმის კამპუსი სკოლამდელი საფეხურის 3-4 და 4-5 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- სკოლამდელი განათლების მასწავლებელი — 3-4 წლის ასაკობრივი ჯგუფი
- სკოლამდელი განათლების მასწავლებელი — 4-5 წლის ასაკობრივი ჯგუფი
- მასწავლებლის თანაშემწე
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი
- I ცვლა: 09:00-17:00
- II ცვლა: 10:00-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საბავშვო ბაღში/სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამა;
- სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი;
- მნიშვნელოვანია ბავშვებთან პოზიტიური, თბილი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი და თანამედროვე სკოლამდელი განათლების პრინციპებისადმი ინტერესი.
კონკურსის ეტაპები
- I ეტაპი: შემოსული რეზიუმეების (CV) საფუძველზე კანდიდატთა კვალიფიკაციისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/გადარჩევა;
- II ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- III ეტაპი: კანდიდატებისთვის ორგანიზაციის ღირებულებების, კონცეფციისა და გარემოს გაცნობა; კანდიდატის მიერ სამოდელო აქტივობის/თამაშის დაგეგმვა და წარმოდგენა.