სივრცის მენეჯერი — აქსის თაუერსი

აქსის თაუერსი — ლოგო
აქსის თაუერსი

სივრცის მენეჯერი

₾1200 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დამქირავებელი: აქსის თაუერსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ხელზე ასაღები ხელფასი: 1200 ლარი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლიანობის გრაფიკი

აქსის თაუერსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვიზიტორების მიმოსვლის მონიტორინგი;
  • მოიჯარეების ინფორმირება შენობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • მოიჯარეების დახმარება მათგან მომართულ საკითხებში რელევანტურ პირებთან გადამისამართების გზით;
  • სატელეფონო ზარების მიღება;
  • კომპლექსის ლიფტის ბარათების აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა.
  • შენობის ლობიში შექმნილი სიტუაციის და საჭიროების გათვალისწინებით, დაცვის, დასუფთავების ან/და ტექნიკური დეპარტამენტის ინფორმირება.
  • სამუშაოს დასრულების შემდგომ, დაცვის სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება.
  • წინასწარ დადგენილი პერიოდულობით მოიჯარეების კმაყოფილების და უკმაყოფილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, პოზიციასთან შესაბამისი ფუნქციების შესრულება.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება
  • მომსახურების ან სტუმარმასპინძლობის სფეროში 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • საჭირო თვისებები: პასუხისმგებლიანობა, კეთილსინდისიერება, მობილიზებულობა, სისხარტე, პატიოსნება, მოქნილობა, სერვისზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, ემოციური გაწონასწორებულობა, თავაზიანობა
  • საჭირო უნარები: გუნდურად მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, სტრესულ სიტუაციაში სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი, გამართული მეტყველების უნარი, მოსმენის უნარი.