სივრცის კოორდინატორი- ბათუმი — მედცენტრი

მედცენტრი

სივრცის კოორდინატორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, პუშკინის ქ. N118

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტების მიმართულება და მათთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  • პაციენტთა რიგების მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17.10.2026

კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.