სივრცის კონსულტანტი — კენარი

კენარი — ლოგო
კენარი

სივრცის კონსულტანტი

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „კენარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება
  • პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
  • ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
  • მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას
  • FitPass-ს

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე)

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი. გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ბონუსის გათვალისწინებით 1300-1500 ლარი.

უპირატესობები:

  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები