SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსი- ქუთაისი — LPP Georgia

LPP Georgia — ლოგო
LPP Georgia

SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსი- ქუთაისი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ "LPP" — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია LPP Georgia აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის მენეჯერის მხარდაჭერა გაყიდვების გეგმის შესრულებასა და ოპერაციული პროცესების მართვაში
  • მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში
  • პროდუქციის გამოფენის, ფასდადებისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
  • თანამშრომელთა კოორდინაცია და ცვლის განმავლობაში ამოცანების ეფექტურად გადანაწილება
  • მომხმარებლების კითხვებზე და საჩივრებზე დროული რეაგირება
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის მხარდაჭერა
  • მაღაზიის სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სალაროს ოპერაციების კონტროლი და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა
  • მონაწილეობა ინვენტარიზაციაში, აქციებსა და სხვა საოპერაციო პროცესებში
  • კომპანიის წესებისა და პროცედურების აღსრულებაზე ზედამხედველობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • საცალო ვაჭრობაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • გაყიდვების, მერჩენდაიზინგისა და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
  • გუნდის მართვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და კომუნიკაციის უნარი
  • MS Office-ის, POS სისტემებისა და სხვა საოპერაციო პროგრამების ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: 1400-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
  • სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი (სავაჭრო ცენტრი: ურბან მოლი)
  • სამუშაო განრიგი: სრული

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

  • შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
  • ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
  • კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
  • კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს;
  • თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
  • ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/