SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსი- ბორჯომი — LPP Georgia

LPP Georgia — ლოგო
LPP Georgia

SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსი- ბორჯომი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის ცვლის უფროსის პოზიციაზე ქალაქ ბორჯომში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის მენეჯერის მხარდაჭერა გაყიდვების გეგმის შესრულებასა და ოპერაციული პროცესების მართვაში
  • მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში
  • პროდუქციის გამოფენის, ფასდადებისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
  • თანამშრომელთა კოორდინაცია და ცვლის განმავლობაში ამოცანების ეფექტურად გადანაწილება
  • მომხმარებლების კითხვებზე და საჩივრებზე დროული რეაგირება
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის მხარდაჭერა
  • მაღაზიის სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სალაროს ოპერაციების კონტროლი და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა
  • მონაწილეობა ინვენტარიზაციაში, აქციებსა და სხვა საოპერაციო პროცესებში
  • კომპანიის წესებისა და პროცედურების აღსრულებაზე ზედამხედველობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • საცალო ვაჭრობაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • გაყიდვების, მერჩენდაიზინგისა და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
  • გუნდის მართვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და კომუნიკაციის უნარი
  • MS Office-ის, POS სისტემებისა და სხვა საოპერაციო პროგრამების ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 1400-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

სამუშაო ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი - [ს 8] (ვისოლის ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ)

სამუშაო განრიგი: სრული

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

  • შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
  • ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
  • კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
  • კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს;
  • თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
  • ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.