SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერი- გორი — LPP Georgia

LPP Georgia — ლოგო
LPP Georgia

SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერი- გორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ "LPP" — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებლებს გამოხატონ საკუთარი ემოციები და აისრულონ ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია LPP Georgia აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ გორში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვებისა და დასახული გეგმების მისაღწევად, მაღაზიის მუშაობის სრული ორგანიზება;
  • გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება: ცხრილების დაგეგმვა, ამოცანების გადანაწილება, თანამშრომელთა სწავლება და მოტივაცია;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგის, მომსახურებისა და საოპერაციო პროცესების სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • მარაგების კონტროლი, პროდუქციის ხელმისაწვდომობის და ბრუნვის მონიტორინგი;
  • მაღაზიის ძირითადი მაჩვენებლების (შემოსავალი, კონვერსია, საშუალო ჩეკი, დანაკარგი) ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივები;
  • ანგარიშგების სიზუსტის, ბიუჯეტის კონტროლისა და დანაკარგების პრევენციის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის მზადყოფნა აუდიტებისთვის, ინვენტარიზაციებისათვისა და უსაფრთხოების შემოწმებისათვის;
  • კომპანიის პროფესიონალურად წარმოდგენა შიდა და გარე ურთიერთობებში;
  • შრომითი კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
  • მონაწილეობა ახალი მაღაზიების გახსნაში და კომპანიის სტრატეგიების განხორციელებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე 5+ კაციანი გუნდის მართვით;
  • ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და დაგეგმარების უნარები;
  • გაყიდვების ანალიზის, გუნდის მართვისა და საცალო ოპერაციების ცოდნა;
  • მერჩენდაიზინგის, მარაგების კონტროლისა და მომხმარებელზე მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (POS სისტემები, MS Office და რითეილ ანგარიშგება);
  • ინგლისური ენა - არანაკლებ Intermediate დონეზე;
  • განვითარებული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე);
  • სამუშაო ადგილი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14-14ა (სავაჭრო ცენტრი: გორი მოლი);
  • სამუშაო განრიგი: სრული.

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

  • შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
  • ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
  • კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
  • კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს;
  • თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
  • ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას.

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.