SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერი- ბორჯომი — LPP Georgia

LPP Georgia — ლოგო
LPP Georgia

SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერი- ბორჯომი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებლებს გამოხატონ საკუთარი ემოციები და აისრულონ ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია LPP Georgia აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბორჯომში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვებისა და დასახული გეგმების მისაღწევად, მაღაზიის მუშაობის სრული ორგანიზება;
  • გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება: ცხრილების დაგეგმვა, ამოცანების გადანაწილება, თანამშრომელთა სწავლება და მოტივაცია;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგის, მომსახურებისა და საოპერაციო პროცესების სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • მარაგების კონტროლი, პროდუქციის ხელმისაწვდომობის და ბრუნვის მონიტორინგი
  • მაღაზიის ძირითადი მაჩვენებლების (შემოსავალი, კონვერსია, საშუალო ჩეკი, დანაკარგი) ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივები
  • ანგარიშგების სიზუსტის, ბიუჯეტის კონტროლისა და დანაკარგების პრევენციის უზრუნველყოფა
  • მაღაზიის მზადყოფნა აუდიტებისთვის, ინვენტარიზაციებისათვისა და უსაფრთხოების შემოწმებისათვის
  • კომპანიის პროფესიონალურად წარმომადგენა შიდა და გარე ურთიერთობებში
  • შრომითი კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა და შიდა რეგულაციების დაცვა
  • მონაწილეობა ახალი მაღაზიების გახსნაში და კომპანიის სტრატეგიების განხორციელებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე 5+ კაციანი გუნდის მართვით
  • ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და დაგეგმარების უნარები
  • გაყიდვების ანალიზის, გუნდის მართვისა და საცალო ოპერაციების ცოდნა
  • მერჩენდაიზინგის, მარაგების კონტროლისა და მომხმარებელზე მომსახურების სტანდარტების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (POS სისტემები, MS Office და რითეილ ანგარიშგება)
  • ინგლისური ენა - არანაკლებ Intermediate დონეზე
  • განვითარებული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები
დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

სამუშაო ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი - [ს 8] (ვისოლის ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ)

სამუშაო განრიგი: სრული

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

  • შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
  • ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
  • კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
  • კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს;
  • თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
  • ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/