სილამაზის სალონის ადმინისტრატორი
ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი "Jean Louis David" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;
- სამუშაო დღეები: კვირაში 4 დღე;
- ანაზღაურება: 1100 ლარი, ბონუსი გაყიდვებიდან;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი;
- უცხო ენები: ინგლისური, რუსული — თავისუფალი, სასაუბრო დონე;
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
- კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- აპლიკანტს უნდა გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
- მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება შესაბამის პროგრამაში;
- სალაროს მართვა (სალონის საკასო ოპერაციების წარმოება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო);
- სალონში არსებული პროცედურების თეორიული ცოდნა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა.