შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი- თბილისი, რეგიონები — გერგილი

გერგილი — ლოგო
გერგილი

შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი- თბილისი, რეგიონები

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სტაჟიორის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)

სამუშაო გრაფიკი: სრული

შრომის ანაზღაურება: მხარეთა შორის მოლაპარაკების შესაბამისად

მოთხოვნები:

  • აუცილებელია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი ან დიპლომი;
  • სასურველია ინგლისური ენის (B 1 - B 2 დონე) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა

ფუნქციები:

მონაწილეობა მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხების შემუშავებაში:

  • კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლის შესრულება;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი;
  • ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
  • კანონმდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
  • დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება.