შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი სამშენებლო მიმართულებით — ჯი თი სი ქონსთრაქშენი

ჯი თი სი ქონსთრაქშენი — ლოგო
ჯი თი სი ქონსთრაქშენი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი სამშენებლო მიმართულებით

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს.

კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (სამშენებლო მიმართულებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • "შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის" მოთხოვნების შესრულება;
  • ტექნიკური სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების სტანდარტების დამუშავება;
  • სტანდარტების დაცულობის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულებში საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
  • პერსონალის (პროფესიების მიხედვით), პერიოდული სამედიცინო შემოწმების დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება;
  • პერსონალისათვის სავალდებულო სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • კომპანიის ობიექტების და სამუშაო ადგილების შემოვლა-დათვალიერება, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი, დეფექტების აღრიცხვა, შესაბამისი სტრ. ერთეულების ხელმძღვანელებისგან მითითებულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრის მოთხოვნა;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • ინციდენტების დოკუმენტირება, სტატისტიკისა და რეპორტინგის წარმოება.
  • პერსონალის შემოწმება-კონტროლი სამუშაო ადგილებზე და შრომის დისციპლინისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გატარება;
  • ხშირად დაფიქსირებული დარღვევების სისტემური გადაწყვეტის გზების მოძიება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS office პროგრამების ცოდნა;
  • აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი (ვადით მინიმუმ 2 წელი) ან დიპლომი.
  • შრომის უსაფრთხოების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით