შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- საჩხერე, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ახალციხე
შპს "არ სი ქონსთრაქშენ"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება. კომპანიას შესრულებული აქვს 200-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
შპს "არ სი ქონსთრაქშენ" ეძებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს რამდენიმე სამშენებლო ობიექტისთვის, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ვაკანტური ადგილი: 5 (საჩხერე - 1, ამბროლაური - 1, ცაგერი - 1, ლენტეხი - 1, ახალციხე - 1)
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მართვის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
- ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი.
- სამუშაო პროცესების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება.
- თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება.
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი.
- სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში (უფლებამოსილების ფარგლებში).
- უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და სახიფათო სიტუაციების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
- შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შემოწმებებში მონაწილეობა.
- ობიექტზე უსაფრთხოების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა.
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
- სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა.
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
- უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.