შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- რუსთავი
"კანო" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ქალაქი: რუსთავი
სრული განაკვეთი
გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევი (09:30 დან 18:30 მდე);
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
მოთხოვნები:
- სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მართვის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად;
- ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება;
- თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
- სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში (უფლებამოსილების ფარგლებში);
- უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და სახიფათო სიტუაციების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შემოწმებებში მონაწილეობა;
- ობიექტზე უსაფრთხოების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა.
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- ფიტპასს.