შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- ფოთი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. ფოთი
დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, კვება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლი;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს ვაკანსიის/კანდიდატის შერჩევის მიზნებისთვის.