შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- ბათუმი
მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანია "ჯეო სეიფთი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: 1500 ლარამდე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება პარტნიორი ორგანიზაციებისთვის
- პარტნიორი კომპანიის დასაქმებულთათვის პერიოდული სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში
- პარტნიორი კომპანიების შრომის უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება, დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით
- ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
- კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის
- სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მიმართულების კონსულტაციის გაწევა
ძირითადი მოთხოვნები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დიპლომი
- სასურველია მსგავს პოზიციაზე, სულ მცირე, 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- როგორც გუნდური, ისე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს
- ტრანსპორტირების ანაზღაურებას