შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი — Experts For Solutions

Experts For Solutions — ლოგო
Experts For Solutions

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ახალციხე · ადგილზე სრული განაკვეთი

“EXPERTS FOR SOLUTIONS” საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისით, რომელთა შორის წამყვანი პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, ასევე მშენებლობის ხარისხის კონტროლია. მისი მისიაა უწყვეტი განვითარებით შექმნას ყველაზე სანდო საკონსულტაციო მომსახურების ეკოსისტემა სამშენებლო სექტორში. შესაძლებლობა, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი მიიღებს სწრაფ და კანონმდებლობასთან შესაბამის სერვისს ხელმისაწვდომი ღირებულებით - ხარისხზე კომპრომისის გარეშე. “EXPERTS FOR SOLUTIONS”-ის მიზანი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებაა. შესაბამისი რეგულაციების უზრუნველსაყოფად, კომპანიის გამოცდილი ექსპერტები პარტნიორ მხარეებს წარმატებულ გამოცდილებას უზიარებენ.

„EXPERTS FOR SOLUTIONS“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ახალციხე

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტ(ებ)ის მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
  • კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • იზრუნოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
  • რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • განახორციელოს ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით;
  • რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში;
  • სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა;
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდატების ცოდნა;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ახალციხე;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ინდივიდუალურად იქნება განხილული;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.