შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი- ქუთაისი
შპს "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზე
შპს "გერგილი" წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
მოთხოვნები:
- სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- ვაკანსიაზე განიხილება ნებისმიერ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
ფუნქციები:
- საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის კონტროლი;
- საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტის ზედამხედველობა;
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
- რისკების განსაზღვრა და რისკების დოკუმენტის წარმოება;
- ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავება;
- დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
- საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;
- საჭიროებისამებრ სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებთან თანამშრომლობა და მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდება