შრომის უსაფრთხოების სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტი- რეგიონები
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას შრომის უსაფრთხოების სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალი
- გურიის რეგიონული ფილიალი
- შიდა ქართლის რეგიონული ფილიალი
- მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალი
- რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალი
- კახეთის რეგიონული ფილიალი
- ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალი
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალი
შენიშვნა: სამუშაო არეალი განისაზღვრება თითოეულისთვის ცალკეული რეგიონული ფილიალის სახით.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2 040 ლარი (GROSS)
ვაკანტური პოზიცია: 8
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროული, კვალიფიციური შესრულება და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
- თანამშრომლის ფუნქციური სამუშაო არეალი და საკურატორო ზონა განსაზღვრულია კონკრეტული რეგიონით, ხოლო საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები სხვა რეგიონულ ფილიალებშიც (სერვის ცენტრებშიც);
- კომპანიაში ჯანსაღი, უსაფრთხო პირობების შექმნისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ადგილზე შრომის პირობების შესწავლა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;
- შენობა - ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანა - მექანიზმების, ამწე მექანიზმების, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას, ასევე საყოფაცხოვრებო სათავსოების, ინდივიდუალური და კოლექტიური დამცავი საშუალებების მდგომარეობის, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების და ინვენტარის მდგომარეობის შემოწმება, გამოვლენილი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, დროული აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება;
- პერსონალისათვის გეგმური, სავალდებულო (შემავალი, პირველადი მიმდინარე და არა გეგმური) ინსტრუქტაჟის ჩატარება, შრომის უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებში;
- პერსონალის უზრუნველყოფა სასწავლო წიგნით, ჟურნალებით, ინსტრუქციებით და სხვა საჭირო დოკუმენტაციით;
- საწარმოში უბედური შემთხვევის თავიდან აცილების და შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა, სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია - შრომის ინჟინერია; სავალდებულო- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
- კვალიფიკაცია: უნდა ფლობდეს სერტიფიკატს, "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანების შესაბამისად ან/და ფლობდეს პროფესიული/უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №96/ნ ბრძანების შესაბამისად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint ცოდნა.
- დამატებითი მოთხოვნა: სამსახურის საჭიროების შემთხვევაში მექანიკური გადაცემის კოლოფის ავტომანქანის მართვა (მართვის მოწმობა: B კატეგორია).
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.