შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
შპს "ეიჩეს კონსალტინგი" არის კომპანია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით, რომელიც ორგანიზაციებს უწევს სრულ მომსახურებას აღნიშნული მიმართულებით.
შპს "ეიჩეს კონსალტინგი" ვაკანსიას აცხადებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
ძირითადი მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება
- შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა
- ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება
- დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი
- შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება
- ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა
- მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება
- სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება
- საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში
- ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
- რეპორტინგის წარმოება
განათლება, უნარები, დამატებითი ცოდნა & თვისებები:
- უმაღლესი აკადემიური განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა. უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა
- სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
- სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სასურველია ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით.