შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი — ლოგო
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

SMG (Safety Management Group) არის შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საკონსულტაციო მომსახურების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელიც 2019 წელს დაარსდა. დღეს უკვე 500-მდე პარტნიორი ორგანიზაციის ნდობით ვსარგებლობთ და ვეხმარებით მათ უსაფრთხო, ჯანსაღი და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაში.

ვმუშაობთ მრავალპროფილურ, მათ შორის მაღალი რისკის მქონე სექტორებთან. ჩვენი მისიაა, პარტნიორებს დავეხმაროთ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში, რისკების ეფექტიან მართვასა და უსაფრთხოების კულტურის განვითარებაში.

თუ გაქვს შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, ლიდერული და მენეჯერული უნარები და გსურს პროფესიონალთა გუნდის მართვა, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • გუნდის მართვა: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გუნდის კოორდინაცია, სამუშაოს განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • კონსალტინგი და აუდიტი: პარტნიორი კომპანიების ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება, რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • სტრატეგიული დაგეგმვა: უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება სხვადასხვა სპეციფიკის (მშენებლობა, წარმოება, სერვისი და ა.შ.) ბიზნესისთვის;
  • კლიენტებთან ურთიერთობა: პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობა: საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დანერგვა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • რეპორტინგი: კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოებისა და არსებული რისკების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა: შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მოქმედი სერტიფიკატი;
  • გამოცდილება: მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში (საკონსულტაციო სფეროში ან მრავალპროფილურ კომპანიებში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მენეჯერული გამოცდილება: გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი (კლიენტებთან მუშაობისას);
  • კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 9:00 - 18:00 საათი);