შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცერი- გორი
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. გორი, ბერბუკის დასახლება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტზე მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის უზრუნველყოფა შესაბამისი სახელმწიფო კანონმდებლობის და კომპანიის წესდების დაცვით;
- ობიექტზე რისკების გამოვლენა, შეფასება და რეპორტინგი;
- საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარება;
- სამუშაო ადგილზე ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების კვლევა/ანალიზი;
- ობიექტზე ყოველდღიური ინსტრუქტაჟის ჩატარება (ToolBox) და შესაბამისი ჟურნალების წარმოება;
- გაცნობითი სახის ტრენინგის (Site Induction) ჩატარება და შესაბამისი ჟურნალის წარმოება;
- ობიექტზე საჭირო იდს-სა და მასალა-ინვენტარის განსაზღვრა, მოთხოვნა;
- უსაფრთხოების ინვენტარის პერიოდული აღწერა-შემოწმება;
- საინფორმაციო დაფების, უსაფრთხოების ნიშნების განთავსება;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
- ყოველდღიური ინსპექტირებების ჩატარება სამშენებლო ობიექტებზე, დასურათება და შესაბამისი ოქმების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
- უსაფრთხოების განხრით პროექტის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება;
- შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ შედგენილი გეგმით მუშაობა;
- HSE პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით პროცესში ჩართულობა;
- ნარჩენების მართვის (გარემოს დაცვის) პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით);
- სერტიფიკატი (აკრედიტაცია) შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დარგში;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომის უსაფრთხოების კულტურისა და სტანდარტების დაცვის მაღალი მოტივაცია;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დაკვირვების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და რისკების შეფასების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.