შრომის ანაზღაურების სპეციალისტი — საქართველოს კლინიკები

საქართველოს კლინიკები

შრომის ანაზღაურების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს კლინიკები" აცხადებს შრომის ანაზღაურების სპეციალისტის (Payroll Specialist) ვაკანსიას თბილისში.

სს "საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ანაზღაურების მონაცემების შეგროვება და დამუშავება, სახელფასო სქემების ცვლილებების შეტანა და მართვა პროგრამაში;
  • სახელფასო ბრძანებების შესაბამისობის დადგენა პროგრამასთან, საშტატოსთან და გადარიცხვის ფაილებთან;
  • ანაზღაურების გადარიცხვისთვის საჭირო მონაცემების სწორად და დროულად დამუშავება;
  • თანამშრომლობა ბუღალტერიისა და HR გუნდთან ანაზღაურების კორექტულად გადარიცხვის უზრუნველსაყოფად;
  • გადარიცხვის ფაილის მომზადება;
  • ბიზნეს ერთეულებისთვის გადარიცხვის ფაილების მიწოდება;
  • თანამშრომელთა სოციალური შეღავათების აღრიცხვა;
  • სავალდებულო საპენსიო შენატანის კალკულაცია;
  • დახარვეზებული ანაზღაურების იდენტიფიცირება და კორექტირება;
  • თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა შესახებ ანალიტიკური რეპორტების მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ექსელის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ივნისი, 2026.

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.