შოურუმისა და შეკვეთების ადმინისტრატორი — 4Hospitals

4Hospitals — ლოგო
4Hospitals

შოურუმისა და შეკვეთების ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

4Hospitals არის სამედიცინო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია — "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად, კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

4Hospitals აცხადებს ვაკანსიას შოურუმისა და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

  • პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან ყოველდღიური შეკვეთების მიღება ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო საშუალებით;
  • მიღებული შეკვეთების სისტემაში ოპერატიულად ასახვის უზრუნველყოფა და შეკვეთის დროულად მიწოდების გაკონტროლება;
  • პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქტების ასორტიმენტთან დაკავშირებით;
  • პარტნიორი ორგანიზაციებისთვის კომერციული შეთავაზების ან ინვოისის მომზადება და მიწოდება;
  • შეკვეთილი პროდუქტის მარაგში არქონის შემთხვევაში, ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქრონოლოგიური არქივაცია და ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
  • უზრუნველყოს შოურუმის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა;
  • შოურუმში არსებული მარაგების/ასორტიმენტის მუდმივი განახლება და შესაბამისი მერჩენდაიზინგი;
  • შოურუმში, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული პროდუქციის პერიოდული გადათვლა და შედარება სისტემაში არსებულ ნაშთებთან;
  • შოურუმის მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა.

ძირითადი უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება. პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე.

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, არაუგვიანეს 20 ივნისისა.

გთხოვთ, "Subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!