შოურუმის მენეჯერი — ზოდი

ზოდი — ლოგო
ზოდი

შოურუმის მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 2 შოურუმით - თბილისსა და ბათუმში.

"ზოდი" შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის 11

ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 3500-4000)

სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შოურუმის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ყოველდღიურ პროცესებში ჩართულობა და მართვა;
  • პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა და ფილიალის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება;
  • შოურუმში პროდუქციის გადაადგილების სწორი დაგეგმვა/ორგანიზება. მარაგების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების ინიცირება;
  • გაყიდვების პროცესის კონტროლი და გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • შოურუმის თანამშრომლების მართვა, კოორდინაცია და მოტივაცია;
  • მომხმარებლებთან ინტერაქცია, მათი საჭიროებების ანალიზი და ურთიერთობების განვითარება;
  • პერიოდულობით, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაში მონაწილეობის მიღება და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სალაროს დღის დახურვის პროცესში და/ან სხვა ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობა და კონტროლი.
  • პროდუქციის მიღებისა და აღრიცხვის პროცესებში მონაწილეობა;
  • პერიოდულობით, ფილიალის აღწერა და არსებული რაოდენობის დადარება პროგრამულ ნაშთთან;
  • კომპანიის შიდა პროცედურების დაცვა და აღსრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მუდმივი მონიტორინგი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა "ბალანსში" ან "1C"-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ