შოურუმის ჰოსტი/კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
AITO - ავტომობილების წამყვანი ბრენდი, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებს, თანამედროვე დიზაინსა და კომფორტს აერთიანებს. Huawei-ის ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი AITO ახალი თაობის ავტომობილებს გვთავაზობს და პრემიუმ მობილობის ახალ სტანდარტს ქმნის.
ვაკანსია: შოურუმის ჰოსტი/კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
ვეძებთ კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შოურუმში სტუმრებს დახვდება, გააცნობს ავტომობილებს და იზრუნებს მათთვის კომფორტული და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში სტუმრების მიღება და მათი საჭიროებებისა და ინტერესების გარკვევა;
- მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი მოდელების წარდგენა, ძირითადი მახასიათებლებისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობა;
- ავტომობილის დათვალიერებისას მომხმარებლის დახმარება და ძირითადი ფუნქციების ახსნა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გაყიდვების მენეჯერთან დაკავშირება;
- სტუმრების ნაკადის კოორდინაცია და მათ კომფორტზე ზრუნვა;
- ტესტ-დრაივის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში დახმარება;
- ავტომობილების მოდელებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა, სიახლეების რეგულარული გაცნობა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა და შოურუმის პროფესიული იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება — ავტომობილების შოურუმში, პრემიუმ საცალო ვაჭრობის, სასტუმროს ან მომსახურების სხვა სფეროში;
- ავტომობილების მიმართ ინტერესი და ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- გამართული მეტყველება და ინფორმაციის გასაგებად გადმოცემის უნარი;
- თავაზიანი, თავდაჯერებული და მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
- ყურადღებით მოსმენისა და მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღება და გუნდში მუშაობის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მნიშვნელოვანია: პოზიცია არ გულისხმობს აქტიურ გაყიდვებს. თანამშრომლის მთავარი ამოცანაა სტუმრის პროფესიონალურად მიღება, მისი საჭიროებების გაგება, ავტომობილების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების მენეჯერთან დაკავშირება.