შიდა განვადების ოპერატორი- ზუგდიდი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია - ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით, ტექნიკის შეძენა გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი.
რას გააკეთებ როგორც შიდა განვადების ოპერატორი:
- განიხილავ და დაამუშავებ მომხმარებლის განვადების განაცხადებს;
- გექნება აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გაუწევ კვალიფიციურ კონსულტაციას;
- მართავ რისკებს და უზრუნველყოფ მონაცემთა სიზუსტეს;
- გააფორმებ ხელშეკრულებებს და დაასრულებ გაყიდვის პროცესს წარმატებით.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე;
- კარგად ფლობ MS Office პროგრამებს;
- შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
რატომ უნდა აგვირჩიო?:
- ფინანსური სტაბილურობა: საშუალო ხელფასი 1000-1800;
- კომფორტული გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება).
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის;
- ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off);
- კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები;
11 ოქტომბერი, 2026 წელი.
შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!
* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.