შიდა განვადების ოპერატორი
Kontakt-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.
ჩვენთან უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და ჩვენი მთავარი მიზანი შენი კარიერული წინსვლაა. თუ გინდა განვითარდე გარემოში, რომელიც აფასებს შენს შრომას — შენი ადგილი ჩვენთანაა!
რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით, ტექნიკის შეძენა გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი.
რას გააკეთებ როგორც შიდა განვადების ოპერატორი:
- განიხილავ და დაამუშავებ მომხმარებლის განვადების განაცხადებს;
- გექნება აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გაუწევ კვალიფიციურ კონსულტაციას;
- მართავ რისკებს და უზრუნველყოფ მონაცემთა სიზუსტეს;
- გააფორმებ ხელშეკრულებებს და დაასრულებ გაყიდვის პროცესს წარმატებით.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე;
- კარგად ფლობ MS Office პროგრამებს;
- შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
- გამოცდილება საკრედიტო/მომსახურების სფეროში ჩაითვლება დიდ პლუსად!
რატომ უნდა აირჩიო "კონტაქტ ჰოუმი"?
- ფინანსური სტაბილურობა: ფიქსირებული ხელფასი + მზარდი ბონუსი;
- კომფორტული გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება).
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის;
- ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off);
- კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები;
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 აგვისტო, 2026 წელი
შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!
* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.