შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერი
ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: სამედიცინო პროვაიდერებთან ურთიერთობისა და ანაზღაურების სამსახური
პოზიცია: შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00-18:00 სთ; შესვენება - 1 სთ);
ანაზღაურება: შრომის ანაზღაურების საორიენტაციო განაკვეთი 1100-1500 ლარი (NET) (კონკრეტულ შემთხვევაში, ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩაბარება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მიღებული დოკუმენტების პროგრამაში რეგისტრაცია.
- სამედიცინო პროვაიდერებისგან მოსული დოკუმენტაციის განხილვა, რეესტრების გადამოწმება, ვალიდურობის შემოწმება, ტარიფების შედარება, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული რეგისტრაცია და გადაწყვეტილების მიღება ანაზღაურებაზე, წინასწარ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
- დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, აღიარების აქტის მომზადება და პროვაიდერ კლინიკასთან გადაგზავნა, კლინიკასთან უკუკავშირი.
- დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (მისაღებია, ნებისმიერი სპეციალიზაცია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია სადაზღვევო სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პროფესიული უნარები და კომპეტენციები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტაცია)
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე);
- კორპორატიულ სარგებელს (benefits) (ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
- კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
- კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).
რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
- საჭიროების შემთხვევაში, დავალების შესრულება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
გისურვებთ წარმატებას!