შესყიდვებისა და სასაწყობე ნაშთების კონტროლის მენეჯერი — რედ განეში

რედ განეში

შესყიდვებისა და სასაწყობე ნაშთების კონტროლის მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და სასაწყობე ნაშთების კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართულ კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული - 40-საათიანი სამუშაო კვირა
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა N43
  • ანაზღაურება (NET): 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ფასების, მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება
  • ნედლეულის, მასალებისა და სხვა საჭირო რესურსების შესყიდვის ორგანიზება
  • სტაბილური და საიმედო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
  • საწყობის ხელმძღვანელისგან შეკვეთების მიღება და მათი ანალიზი
  • საჭირო ნედლეულის დროული შეკვეთა
  • მიწოდების პროცესის მონიტორინგი და დროული შესრულების უზრუნველყოფა
  • ბაზრის ანალიზი და კონკურენტული ფასების შესწავლა
  • ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
  • საწყობის მარაგების რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი
  • შესყიდვების, მარაგებისა და ხარჯების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • შესყიდვებში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • დიდ და თანამედროვე საწარმოს გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას
  • უფასო კვებას

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!