შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი — თიფოქსი

თიფოქსი — ლოგო
თიფოქსი

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "თიფოქსი" სამრეწველო სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის B2B ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ბრენდი მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. კომპანიის ბიზნეს მოდელი პასუხობს სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და სექტორს პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად სთავაზობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენი მიზანია მომხმარებელისთვის სამშენებლო პროცესის გამარტივება.

კომპანია შპს "თიფოქსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების სრული პროცესის მართვა;
  • საჭირო პროდუქტებისა და მასალების მოძიება, ბაზრის კვლევა და შესაბამისი მომწოდებლების შერჩევა;
  • მომწოდებლებისგან კომერციული შეთავაზებების მიღება, პირობების ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შერჩევა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, გადახდისა და მიწოდების პირობებზე;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და საიმედო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • შესყიდვების დაგეგმვა, შეკვეთების მართვა და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • საერთაშორისო შესყიდვების შემთხვევაში იმპორტთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კომერციული პირობების კონტროლი;
  • შესყიდვების ხარჯების ოპტიმიზაცია და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ადგილობრივი ან საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების გამოცდილება;
  • იმპორტისა და საერთაშორისო მიწოდების პროცესების საბაზისო ცოდნა;
  • სამშენებლო სფეროში ან სამშენებლო მასალების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ტრენინგებს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "თიფოქსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს თიფოქსის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!