შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი — ელემენტ ჰოლდინგი

ელემენტ ჰოლდინგი — ლოგო
ელემენტ ჰოლდინგი

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ელემენტ ჰოლდინგი" სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.

შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.

"ელემენტ ჰოლდინგი" საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.

"ელემენტ ჰოლდინგის" წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.

"ელემენტ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • Fit-Out შესყიდვების სრული ციკლის სტრატეგიული და ოპერაციული მართვა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე მწარმოებლებისა და მომწოდებლების მოძიება, შეფასება და განვითარება;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, ვადები, პირობები, კონტრაქტები);
  • პროექტების შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა ბიუჯეტისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
  • Value Engineering პროცესებში მონაწილეობა (ალტერნატიული მასალები და გადაწყვეტილებები);
  • საერთაშორისო შესყიდვების, იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია;
  • პროექტის, დიზაინის, საინჟინრო და ფინანსურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • Fit-Out შესყიდვების პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და განვითარება;
  • მიმართულების ზრდასთან ერთად გუნდის ფორმირებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია: ინჟინერია, მშენებლობა, ბიზნეს ადმინისტრირება ან მომიჯნავე სფერო);
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობისა და კომერციული მოლაპარაკებების წარმატებული გამოცდილება;
  • რთული შესყიდვების დამოუკიდებლად მართვისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • Fit-Out ინდუსტრიისა და საერთაშორისო მომწოდებლების ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ფასის, ხარისხისა და ვადების ოპტიმიზაციით კომპანიისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის უნარი;
  • პროაქტიულობა, ინიციატივიანობა და ბაზარზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი;
  • Fit-Out Procurement მიმართულების განვითარებისა და გაფართოების მზაობა;
  • საერთაშორისო მწარმოებლებსა და მომწოდებლებთან კონტაქტების ფართო ქსელი;
  • იმპორტის, Incoterms-ის სტანდარტებისა და საერთაშორისო ლოგისტიკის სიღრმისეული ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება Fit-Out / Interior Finishing შესყიდვების მიმართულებით;
  • Fit-Out მასალების, სისტემებისა და საერთაშორისო ბაზრის ღრმა ცოდნა (სავალდებულოა);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2 - გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაცია);
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა აუცილებელია.

უნარ-ჩვევები:

  • პრეზენტაბელურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინიციატურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 19:00-მდე (დღეში 1 საათი შესვენება);
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.