შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი- ნატახტარი
შპს "ჩირიფრუტი" წარმოადგენს ჩირისა და შოკოლადის ტკბილეულის საწარმოს.
კომპანია ეძებს შრომისმოყვარე, ენერგიულ ადამიანს შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის და მასალების, მოწყობილობებისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის განხორციელება
- ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება
- კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი
- შესყიდვების გეგმისა და მიწოდების ვადების კონტროლი
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და აღრიცხვა
- ბაზრის მონიტორინგი და ფასების ანალიზი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად
- საწარმოს სხვადასხვა განყოფილებებთან კოორდინაცია საჭიროებების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით 0-1 წელი (ასევე განიხილება სტაჟირების გამოცდილება)
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
- პირადი ავტომობილი, მოქმედი მართვის მოწმობა (კატეგორია B)
უნარები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი