შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი — Midea

Midea — ლოგო
Midea

შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „შესყიდვების უმცროსი სპეციალისტ“-ის“ პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესყიდვის პროცესის დაწყებამდე და შემდეგ საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა და თარგმნა ინგლისურიდან ქართულად;
  • პროდუქციის ნაშთის კონტროლი საწყობებში და მათი დროული გადაადგილება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან სხვადასხვა რეპორტების წარმოება;
  • ბაზრის კვლევა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Office).
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენაც.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.