შესყიდვების სპეციალისტი- ბათუმი — მეტროპოლ მენეჯმენტ

მეტროპოლ მენეჯმენტ

შესყიდვების სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამშენებლო პროექტებისთვის შესყიდვებისა და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტიან მართვაზე.

ლოკაცია: ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის სრული მართვა.
  • მომწოდებლების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება.
  • კომერციული შეთავაზებების მიღება, ანალიზი და ფასებზე მოლაპარაკებების წარმოება.
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.
  • შესყიდვების პროცესის კოორდინაცია შიდა დეპარტამენტებთან.
  • ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების, მიწოდების ვადებისა და მომწოდებლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
  • შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა.
  • შესყიდვების პროცესის კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • შესყიდვების პროგრამებისა და სისტემების საფუძვლიანი ცოდნა.
  • ლოჯისტიკური პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კვების უზრუნველყოფას.
  • კორპორატიულ ნომერს.
  • პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობებს.
  • ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი.

შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!